როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (7 თვის ასაკში) - rogor.ge
როგორ შევარჩიოთ ჩვილთა სწორი კვება (7 თვის ასაკში)
ბუნებრივი კვებისას უნდა მიიღოს 900 კკალ ენერგეტიკული ღირებულების დედის რძე 3 – 4–ჯერ, შუალედური კვების ჩათვლით.
ხელოვნური კვებისას – იგივე კალორაჟით ადაპტირებული ხელოვნური ნარევი 900-1000 მლ დღე–ღამეში.
შესაძლებელია ბავშვს დამატებით მიეცეს
1. 4 სუფრის კოვზი ბურღულეულის ფაფა.
2. 4 სუფრის კოვზი ბოსტნეულის პიურე.
3. 4 სუფრის კოვზი ხილის ფაფა – პიურე.
4. ხილის წვენი – 85 – 125 მლ.
5. წყალი მოთხოვნილების მიხედვით.
6. შერჩევითად დაემატოს 4 სუფრის კოვზი ხორცის პიურე, კვერცხის გული, ან ლობიო, ხაჭო – მაწონი, ნადუღი.
7. შეიძლება დაემატოს მოხარშული თევზი და მდნარი ყველი.