როგორ დავადგინოთ რთული პროცენტების დარიცხვის სიხშირე - rogor.ge

როგორ დავადგინოთ რთული პროცენტების დარიცხვის სიხშირე

 

დავუშვათ, რომ თქვენს ფულს მოაქვს შემოსავალი წლიური საპროცენტო განაკვეთით 6 %, რომლის დარიცხვა ხდება ყოველთვიურად. ანუ APR = 6 %-ს, ყოველთვიურად დარიცხული თანხა კი იქნება წლიური საპროცენტო განაკვეთის 1/12. შესაბამისად, პროცენტის რეალური განაკვეთი შეადგენს 1/12 %-ს თვეში ანუ 0,005 პროცენტი (მეათედებში) თვეში.

 

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის პოვნა შესაძლებელია წლის ბოლოსათვის ლარის მომავალი ღირებულების გამოთვლის გზით: FV = (1,005)12 = 1,0616778 მოქმედი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს: EFF = 1,0616778 -1 = 0,0616778 ანუ 6,16778 % წელიწადში. ეფექტური წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის ფორმულას აქვს ასეთი სახე EFF = (1+ APR/m)m -1 სადაც APR – საპროცენტო განაკვეთია, ხოლო m – პროცენტის დარიცხვის პერიოდები. თუ კი დარიცხვა წელიწადში ერთხელ ხდება მაშინ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი წლიური საპროცენტო განაკვეთის ტოლია.