როგორ ვუმკურნალოთ ალჰოკოლიზმს (ხალხური მეთოდები) - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ ალჰოკოლიზმს (ხალხური მეთოდები)

 

რეცეპტი 1 ავიღოთ 1 ჩ.კ ქათმის სკორე, კარგად ავურიოთ 0.5ლ არაყში, დავალევინოთ ავადმყოფს (რაც უფრო მეტს დალევს უკეთესია). ამის შემდეგ მას უნდა დაეწყოს პირღებინება, რომელიც დაახლოებით 4 დღე გაგრძელდება. ამ პროცედურის შემდგომ მას სპირტიანი სასმელის დანახვაც კი აღარ მოუნდება.

 

რეცეპტი 2 აიღეთ ერთი სუფრის კოვზი ხარისჩლიქას დაქუცმაცებული ფესვი ერთ ჭიქა წყალზე. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 10-15 წუთი. შეფუთეთ გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. ერთი სადილის კოვზი ნაყენი ჩაასხით 1 ჭიქა არაყში. ეს ნარევი იწვევს პირღებინებას და ალკოჰოლის ძლიერ ზიზღს. ზოგიერთ ალკოჰოლიკზე ეს ხერხი ძლიან კარგად მოქმედებს.

 

რეცეპტი 3 არაყში ჩადეთ 250გ ცისკარას ფესვი და დაფნის 2 ფოთოლი. დააყენეთ 2 კვირა. ალკოჰოლიკს მიეცით ამ ნაყენის 1 ჭიქა. ამით არყის ზიზღს გამოიწვევთ.

 

რეცეპტი 4 ავიღოთ ხარისჩლიქას 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთლები და 2 ჩაის კოვზი წენგო. ამ ნარევის 1 ჩაის კოვზს დავასხათ ღვინო და ისე მივიღოთ. ეს რეცეპტი გათვლილია 4 ლიტრ ღვინოზე.

 

რეცეპტი 5 ცოცხალი თევზის სისხლი ღვინოში გაურიეთ და დაალევინეთ, ან დანაყილი კომბოსტოს თესლი ღვინოში გაურიეთ. ამის შემდეგ ავკოლოჰოლიკი სასმელს ცხოვრების მანძილზე აღარ გაეკარება.