როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი
შესავალი თარიღი, სათაური, მისალმება. აღნიშნეთ კონკრეტულად რა სამსახურისთვის აგზავნით აპლიკაციას, საიდან შეიტყვეთ ამ პოზიციის შესახებ და რატომ ხართ დაინტერესებული. ძირითადი ნაწილი პუნქტებად ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ იქნებოდით კარგი კანდიდატი ამ პოზიციისთვის. ისაუბრეთ თქვენი კვალიფიკაციის და გამოცდილების შესახებ და მიუთითეთ, რატომ არის ეს რელევანტური აღნიშნული სამსახურისთვის. დასასრული გამოთქვით ენთუზიაზმი ამ პოზიციის შესახებ და იმედი, რომ დამსაქმებელი თქვენი აპლიკაციით დაინტერესდება.
ფორმატი სამოტივაციო წერილი ჩვეულებრივი საქმიანი წერილია. ის საკმაოდ მოკლეა, შედგება დაახლოებით 200-250 სიტყვისაგან და აქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრუქტურა. სამოტივაციო წერილის ფორმატი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორ გზავნით სამოტივაციო წერილს – ჩვეულებრივი ფოსტით (ბეჭდური სახით) თუ ელ. ფოსტის საშუალებით.