როგორ ავირჩიოთ ბიზნეს იდეა (ზოგადი რჩევები)
პირველ რიგში თქვენ უნდა განსაზღვროთ საქმიანობის სფერო, რომელშიც უკეთ ერკვევით. თავიდანვე სწორედ განვსაზღროთ თუ როგორ ბიზნეს ორგანიზაციას ვაყალიბებთ. შეიმუშავეთ ბიზნესის სამომავლო ხედვა. გადაწყვიტეთ რა ინვესტიციას ჩადებთ საწყისში და განიხილეთ შეძლებთ თუ არა ყველა გეგმის განხორციელებას.
განსაზღვრეთ საქმიანობის სფერო. ამ ეტაპზე აუცულებელია დადგინდეს დარგი, რომელშიც თქვენ იმუშავებთ. ამისათვის უნდა შევისწავლოთ ბაზარი, გავიგოთ ვინ არიან ჩვენი კონკურენტები. არ გაჩერდეთ ერთ იდეაზე, განიხილეთ ყველა შესაძლებელი ვარიანტი და შეეცადეთ შეადაროთ ისინი.