როგორ მოვაწყოთ ბავშვის საძინებელი ოთახი
საძინებელი ოთახი ახალშობილისთვის დაწნული საწოლ-კალათი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დიდი საწოლი. ასეთი საწოლი იოლად სატარებელია და თქვენ თვითონვე შეძლებთ ოთახიდან ოთახში დაგატანას, თუმცა, ის მხოლოდ პირველ თვეებში გამოგადგებათ.
საწოლი ბავშვის საწოლი საგანგებოდ უნდა აარჩიოთ, რადგან თქვენს პატარას ის დიდხანს დაჭირდება, დაახლოებით 3 თვიდან 3 წლამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოებაა. ისეთი საწოლი აარჩიეთ, რომელიც უსაფრთხოების სტანდარტებს შეესაბამება. 1) ლეიბი საწოლის კიდეზე 59.5 სმ-ით დაბლა უნდა იყოს, რათა ბავშვი არ გადმოვარდეს. 2) ლეიბი მთლიანად უნდა ავსებდეს საწოლს, რათა ბავშვს კიდეში სახე ან თავი არ ჩაეჭედოს. რეკულებს შორის მანძილი 2,5 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს და 6-სმ არ უნდა აღემატებოდეს.