როგორ ვაბანაოთ ჩვილი
საბანაოდ მომზადება 1) ჩაასხით ცივი წყალი დაამატეთ ცხელი და გაანელეთ. იდაყვით გასინჯეთ - წყალი თბილი უნდა იყოს და აბაზანას 10 სმ - მდე ავსებდეს. თუ გსურთ აბაზანის სითხეც ჩაასხით. 2) გამოსაცვლელ ლეიბზე აბანოს პირსახოცი გაშალეთ, ბავშვს გახადეთ და საფენისამარა დატოვეთ. 3) ბავშვს პირსახოცი შემოახვიეთ და ანადუღარ წყალში დასველებული ბამბით თვალები და სახე გაუწმინდეთ.
ბავშვის თავის დაბანა ცალი ხელი თავქვეშ ამოუდეთ, მკლავზე დააწვინეთ და ფეხები იღლიაში ამოუდეთ. აბაზანიდან პეშვით ამოუღეთ წყალი და ფრთხილად დაასხით თავზე. აბაზანის სითხეების ხმარებისას, როგორც წესი, სუფთა წყლის გადავლება საჭირო არ არის. ბავშვი კალთაში ჩააწვინეთ და მეორე პირსახოცით ფრთხილად შეუმშრალეთ თავი.