როგორ ვასწავლოთ ძაღლს ნივთების მოტანა (აპორტ) - rogor.ge

როგორ ვასწავლოთ ძაღლს ნივთების მოტანა (აპორტ)

 

რაც უფრო მალე დაიწყებთ ძაღლისთვის ამ ბრძანების სწავლებას, მით უფრო ეფექტური და მარტივი იქნება. ამის სწავლება შეიძლება დაუწყოთ ძაღლს როცა ის არის 5-6 თვის. ამ ასაკამდე ეთამაშეთ ლეკვს სათამაშოებით, ჯოხებით, მიაჩვიეთ მას კბილებით ნივთების ჭერა. გადაუგდეთ ნივთები, რომ გაუკეთოთ მას პროვოცირება, რომ გაიქცეს იმ ნივთისკენ რასაც გადაუგდებთ. ყველა ძაღლი ერთნაირად ვერ იწვრთნება და ამიტომ დაუკვირდით თქვენს შინაურ ცხოველს, რა ტემპებით და როგორ ითვისებს. ერთი ნიუანსი რაც უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ ამ ბრძანებაზე სანამ გადახვალთ გირჩევთ მანამდე კარგად მიაჩვიოთ ის შემდეგ ბრძანებებს "ჩემთან !" და "დაჯექი !".

 

დავსვათ ძაღლი მარცხენა ფეხთან. ასე სრულდება ბრძანება "დაჯექი!" აიღეთ რამე ნივთი, ნუ როგორც წესი ეს არის ტოტი ან ხის ნაჭერი პატარა არც ძალიან სქელი და არც ისეთი, რომ 2-3 მოტანაში ძაღლმა არ გაღრღნას.

 

სანამ ძაღლი არ მიეჩვია ბრძანების შესრულებას, მისი ვარჯიში შეიძლება დიდი თოკის გამოყენებით. დაანახეთ მას ნივთი რის გადაგდებასაც აპირებთ, მიუტანეთ ის პირთან, მაგრამ არ მისცეთ მას საშუალება, რომ დაიჭიროს კბილებით, შეაკავეთ ძაღლი ბრძანება "დაჯექით !" ამის შემდეგ გადააგდეთ ნივთი 3-4 მეტრის სიშორეზე.

 

გამძლეობის გასავარჯიშებლად მოიცადეთ რამოდენიმე წამი (შემდგომში შეგიძლიათ გაზარდოთ დრო), შემდეგ გააკეთეთ მიმანიშნებელი მოძრაობა ხელით ბრძანებით"აპორტ!" ამ დროს კი უნდა მოქაჩოთ ძაღლი თოკზე "პავადოკზე" და არ მისცეთ გაქცევის საშუალება.

 

როგორც კი ძაღლი დაიჭერს გადაგდებულ ნივთს, გაიმეორეთ ბრძანება "აპორტ !" და სირბილის გარეშე მოქაჩეთ თქვენსკენ თოკი, ამით აიძულებთ ძაღლს თქვენსკენ დაბრუნებას. შემოატარეთ ის თქვენს წრეზე და დასვით მარცხენა ფეხთან. ნივთი რაც უდევს პირში ძაღლს უნდა გამოართვით მას საჭმელის ნაცვლად რომელიც უნდა გქონდეს, რომ მისცეთ ნივთის სანაცვლოდ.

 

გამუდმებით მიაღწიეთ იმას, რომ ძაღლი ბრუნდებოდეს თქვენთან თავისით. შეაქეთ ის კარგად შესრულებული ბრძანების გამო. ერთ ცდაზე 2-3 ჯერ გააკეთებინეთ ეს ბრძანება, რომ არ მობეზრეს და გაუქრეს სურვილი. შემდეგ გააკეთეთ შესვნება და ისევ გააგრძელეთ წვრთნა. ნივთი რითაც ავარჯიშებთ ძაღლს შეიძლება იყოს ყველანაირი, ბურთი, ჯოხი, რეზინის ძაღლების სათამაშო და ასე შემდეგ.

 

როდესაც, ძაღლი ისწავლის ყველა ელემენტის შესრულებას ამ ბრძანებისთვის, დაიწყეთ მისი გაწვრთნა თოკის გარეშე. გამუდმებით გაზარდეთ დრო ( გაიმეორეთ რაც მოცემულია 4-ე ინსტუქციაში) ასევე გაზარეთ მანძილი ნუ იქნება ეს 3-4 მეტრი არამედ იყოს 10-15 მას შემდეგ რაც მიეჩვევა ძაღლი ამას. სანაცვლოდ კი როცა შეასრულებს თქვენი ოთხფეხა მეგობარი ბრძანებას კარგად, მიეცით მას ცოტა საჭმელი ხელიდან, მოეფერეთ და ეთამაშეთ. ასევე გახსოვდეთ, რომ ეს სამომავლოდ იქნება კარგი ფიტნესი თქვენი ძაღლისათვის.