როგორ გავიგოთ ვინ ამოგვშალა მეგობრებიდან Facebook–ზე (FireFox)
პირველ რიგში საჭირო იქნება Greasemonkey-ის დაყენება. შევდივართ Firefox-ის Add-on-ების გადმოსაწერ გვერდზე და ვაჭერთ Add To Firefox. | Greasemonkey-ის დასაყენებელი გვერდის ბმული |
გახსნილ ფანჯარაში ველოდებით წამზომს და ვაჭერთ Install-ს.
შემდეგ გადატვირთეთ (გამორთეთ და ჩართეთ) Firefox, გადადით მითითებულ ბმულზე და დააკლიკეთ Install-ს. | სკრიპტის დასაყენებელი გვერდის ბმული |
გამოჩნდება პატარა ფანჯარა, რომელზეც ისევ უნდა დააჭიროთ Install-ს.
მიზანი მიღწეულია, შეგიძლიათ კმაყოფილი გამომეტყველებით შეხვიდეთ Facebook-ის გვერდზე და დატკბეთ მიღებული შედეგით. გისურვებთ წარმატებებს!
იმ შემთხვევაში თუ იყენებთ სხვა ბრაუზერს - იხილეთ: Google Chrome Safari Internet Explorer Opera