როგორ მოვუაროთ ცხვარს
ცხვარს 2,5 კგ-მდე სუფთა მატყლის ნაპარსის შემთხვევაში 1 ე.ს.ე-ზე ესაჭიროება 90-100 გ მონელებადი პროტეინი, 2,5-ზე მეტი მატყლის ნაპარსის შემთხვევაში 100-120 გ. შარდოვანის სადღეღამისო ნორმა მოზრდილი ცხვრისათვის და 8 თვეზე მეტი ასაკის მოზარდისათვის შეადგენს არა უმეტეს 10 გრამს.
ზემოთ ხსენებული აღნიშნულ დანამატებზე ცხვრის მიჩვევა უნდა მოხდეს 10-14 დღის განმავლობაში. 1 კგ ამილოკონცენტრატული დანამატის საზრდოობა შეადგენს 0,8-0,9 ე.ს.ე-ს. მასში არის 500-550 გ მონელებადი პროტეინი. მოზრდილ ცხვარს აძლევენ არა უმეტეს 100 გრამისა, ხოლო 8-12 თვის მოზარდს 60 გრამამდე დღე-ღამეში. პროტეინით ულუფების დასაბალანსებლად ცხვრის ულუფაში ჩართავენ მიკრობიოლოგიური სინთეზის პროდუქტებს. მათ შორის საკვებ საფუარს არა უმეტეს 3-5%-ისა ულუფის პროტეინის დონიდან. უჯრედანის რაოდენობა 6 თვემდე ასაკის ბატკნის ულუფაში უნდა იყოს არა უმეტეს 13%. 15-17 თვის მოზარდისათვის 25% და ზრდასრული ცხვრისათვის 27%.