როგორ მოვამზადოთ საცივი
ქათამი ან ინდაური გატრუსეთ, გარეცხეთ და მოათავსეთ დიდ ქვაბში მოსახარშად. მოხარშვისთანავე გამოიღეთ, გააცივეთ და დაჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად. ბულიონს მოხადეთ ცხიმი და ჩაასხით ცალკე ჭურჭელში. ბულიონი გადაწურეთ წვრილ საწურში.
ქვაბში ჩაასხით ქათმის ან ინდაურის ცხიმი, გააცეხელეთ და ჩაყარეთ მაქსიმალურად წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდგომ ხახვში ჩაასხით ღვინო და დაელოდეთ მის აორთქლებას. ზოგი ამატებს საცივს ძმარს რაც იწვევს მის გამუქებას. ტრადიციულ რეცეპტში ღვინოს არ ამატებენ, მაგრამ გირჩევთ სცადოთ.