როგორ მივიღოთ აშშ-ს მოქალაქეობა
Green Card-ის მიღებიდან 5 წლის შემდეგ თქვენ გაქვთ სრული უფლება იმისა, რომ შეიტანოთ განაცხადი აშშ-ს მოქალაქეობის მიღებაზე. იმ შემთხვევაში, თუ არ ხართ Green Card-ის მფლობელი, იხილეთ – როგორ მივიღოთ Green Card
შემდეგ ეტაპზე საჭიროა გამოცდის ჩაბარება. თქვენ დაგჭირდებათ: ინგლისური ენის კარგად ცოდნა, აშშ-ს პოლიტ-ეკონომიკური ისტორიის ცოდნა. არ არის აუცილებელი, რომ ინგლისურს უმაღლეს დონეზე ფლობდეთ, მაგრამ ეს ენა ინგლისური უნდა იყოს და არა ინგლისურ-ამერიკული, რომელზეც ლაპარაკობენ აშშ-ში. საქმე იმაშია, რომ ინგლისური - სახელმწიფოს ოფიციალური ენაა, ხოლო ინგლისურ-ამერიკული მისი "სასაუბრო" ვარიანტი.
გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მოქალაქეობას. შემდეგ სერტიფიკატს ნატურალიზაციის (Naturalization Certificate) შესახებ. სწორედ ესაა თქვენი აშშ-ს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი.
ამერიკის კანონმდებლობა არ კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ თუ თქვენ დიდ ხანს დაჰყოფთ სხვა ქვეყანაში, შეიძლება აშშ-ს მოქალაქეობის ჩამორთმევა დაგემუქროთ. ნებისმიერ ქვეყანაში ყოფნისას (თუნდაც მისი მოქალაქე იყოთ) თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ გამოიყენოთ აშშ-ს პასპორტი.