როგორ ავასწრაფოთ Windows 7 - rogor.ge

როგორ ავასწრაფოთ Windows 7

 

გათიშეთ სტარტაპიდან არასაჭირო პროგრამები სტარტაპში (Startup) ირთვება პროგრამები Windows-ის ჩართვისთანავე. გასათიშად Start-ში ვწერთ msconfig და ვაჭერთ Enter. გადადით ტაბ Startup-ში და მონიშნეთ (გათიშეთ) ის პროგრამები რომლებსაც თვლით, რომ არასასურველია და არ არის თქვენთვის საჭირო. (გაითვალისწინეთ, არ გათიშოთ ისეთი რამ რომელსაც არ იცით რა ფუნქცია აკისრია). იხ. ინსტრუქცია როგორ ავაჩქაროთ Windows 7-ის ჩატვირთვა

 

გათიშეთ Windows 7-ის ეფექტები და დატოვეთ მხოლოდ აუცილებელი My Computer -> Properties -> მარცხენა პანელზე დააჭირეთ Advanced System Settings -> Advanced -> და მერე ისევ Settings. იხ. სურათი

 

წაშალეთ არასაჭირო ფონტები Control Panel -> Fonts -> მონიშნეთ ფონტი და დააჭირეთ ღილაკს Delete

 

გათიშეთ Windows 7-ის ხმები ამისათვის საჭიროა Start-ში ჩაწეროთ mmsys.cpl და დააჭიროთ Enter-ს. გადადით ტაბ Sounds-ში და Sounds Scheme-დან ამოირჩიეთ Windows Default. იხ. სურათი

 

ხშირად გაუკეთეთ მყარ დისკებს დეფრაგმეტაცია Start-ში ჩაწერეთ Disk Defragmenter, დააჭირეთ Enter-ს. ამოირჩიეთ მყარი დისკი (სასურველია რიგრიგობით ორივე) და დააჭირეთ მარჯვენა დაბლითა კუთხეში Defragment Disk

 

ხშირად გაუკეთეთ მყარ დისკებს Clean up (გაწმენდა) Start-ში ჩაწერეთ Disk Cleanup, ამოირჩიეთ მყარი დისკი (მაგ. C:) და დააჭირეთ OK როდესაც ამოაგდებს ხელმეორედ ფანჯარას დააჭირეთ კიდევ OK-ს

 

გათიშეთ Windows 7-ის არასაჭირო პროგრამები, დანართები და თამაშები შედიხართ Control Panel -> Programs and Features -> Turn Windows Features on or off. იხ სურათი

 

გათიშეთ Search Indexing Search Indexing ანუ იგივე ძებნის ინდექსირება საჭიროა სწრაფი ძებნისათვის. ოპერაციული სისტემა ახდენს ინდექსირებას ფოლდერებზე/ფაილებზე და ინახავს მათ ინფორმაციას (სახელს, მოცულობას, ტიპს, შიგთავსს და მისამართს) ერთ კონკრეტულ ფაილში და შემდგომ ამ ძებნის დროს Windows 7 აკითხავს ამ ფაილს, შესაბამისად ეს ფაილიც სწრაფად პასუხს მოცემულ კითხვაზე. ამ ფუნქციის გათიშვის შემთხვევაში Windows 7 ეძებს ფაილებს სხვადასხვა ფოლდერებში, ფაილებში, დოკუმენტებში და ასე ვთქვათ დაბოდიალობს კითხვა-კითხვით, თუმცა ოპერაციული სისტემის წარმადობისთვის აუცილებელია ეს ფუნქცია გავთიშოთ. Search Indexing-ის გასათიშად Start-ში ჩაწერეთ services.msc და დააჭირეთ Enter-ს. კონფიგურაციის ჩამონათვალში მოძებნეთ Windows Search, დააჭირეთ მარჯვენა მაუსის ღილაკს და შემდეგ Properties. მანდვე ამოირჩევთ Startup Type - Disabled. იხ. სურათი

 

წაშალეთ ზედმეტი დაინსტალირებული პროგრამები. იხ ინსტრუქცია როგორ წავშალოთ ზედმეტი პროგრამები Windows 7 - იდან