როგორ მოვადუღოთ მწვანე ყავა
სასმელის მომზადების ყველაზე მარტივი მეთოდია ყავის მოსადუღებელი აპარატის გამოყენება. ნებისმიერი თანამედროვე ტექნიკა შესანიშნავად უმკლავდება ად ამოცანას. საჭირო რაოდენობის მარცვლები უნდა ჩაყაროთ აპარატის შესაბამის განყოფილებაში, დააჭიროთ ჩართვის ღილაკს და ცოტახანს დაელოდოთ. მომზადების პროცესი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი - შავი ყავის მომზადებისგან.
მწვანე ყავის მოდუღებაშეიძლება ჩვეულებრივი ჯეზვითაც. მანამდე საჭიროა მისი კარგად დაფქვა. საშუალო ჯეზვისათვის საჭიროა 2 ჩ/კ ყავა. ჩაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. მომზადებისპროცესში საჭიროა თვალყური ადევნოთ დუღილს, ხოლო წყლის ადუღებისთანავე საჭიროა ჯეზვის ცეცხლიდან გადმოდგმა. ამის შემდეგ შეგიძლია ჩამოასხათ ფინჯანებში.