როგორ დავწეროთ ანგარიში (რეპორტი)
ანგარიში = რეპორტი = ნიუსი ანგარიშის სტილი გვაძლევს საშუალებას ესა თუ ის ამბავი მოვყვეთ ძალიან ლაკონურად და ამომწურავად. რეპორტისთვის აუცილებელია სათაური. სათაური კი განაპირობებს მკითხველთა რაოდენობას. ასე რომ, სათაური უნდა იყოს შთამბეჭდავი, თუმცა იგი უნდა პასუხობდეს ტექსტს და პირიქით, ტექსტი უნდა პასუხობდეს სათაურს.
რეპორტი შედგება 3 ძირითადი ნაწილისაგან: 1. დასაწყისი, რომელსაც ლიდს უწოდებენ (lead) - ლიდი უნდა შედგებოდეს რამდენიმე წინადადებისგან, რომელშიც იწერება ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ლიდში არ უნდა გამოვიყენოთ გადატვირთული და ჩახლართული წინადადებები. 2. მთავარი კორპუსი ანუ ტექსტის ძირითადი ნაწილი (body) - წარმოადგენს რეპორტის მთავარ კორპუსს, სათქმელის მთავარ მარცვალს. ძირითად ნაწილში მოკლედ არის ასახული თუ რას ეხება ამბავი. 3.დასასრული (ending) - რეპორტი რამდენიმე წინადადებით დავასრულოთ, ძირითადად ეს შეიძლება იყოს, დასკვნის სახით, ან ჩავურთოთ რესპოდენტისგანცხადება ან ციტატა ან ერთი წინადადებით შევაჯამოთ სათქმელი.