როგორ შევარჩიოთ ოპერატიული მეხსიერება - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ ოპერატიული მეხსიერება

 

აირჩიეთ ფორმ ფაქტორი. არჩევანი ადვილია. DIMM - სტანდარტული ფორმ-ფაქტორი Desktop კომპიუტერისათვის, ხოლო SO-DIMM - ლეპტოპებისთვის.

 

შეარჩიეთ სახეობა. არსებობს სულ 3. DDR , (რომელიც ფაქტიურად აღარ იწარმოება),DDR2 (ნელი ოპერატიული მეხსიერება) და DDR3 (თანამედროვე სწაფიოპერატიული მეხსიერება.) ოპერატიული მეხსიერება შეძენამდე აუცილებლად დაადგინეთ, რომელი სახეობის RAM- შეესაბამება თქვენი კომპიუტერის დედა პლატას. ამის გაკეთება თქვენ შეგიძლიათ პროგრამა AIDA და Everest-ის საშუალებით. ანდა თქვენი კომპიუტერის მოდელი მოძებნეთ მწარმოებლის ვებ გვერდზე სადაც იქება მონაცემები.(უმეტესწილად ლეპტოპების მფლობელებს გამოადგებათ ეს ხერხი.)

 

შეარჩიეთ სტანდარტი. სტანდარტი ეს არის მაქსიმალური სიჩქარე ოპერატიული მეხსიერების. გაითვალისწინეთ, რომ მუშაობის სიჩქარე განისაზღვრება არა მხოლოდ ოპერატიული მეხსიერების სტანდარტით, არამედ სხვა ნაწილებისაც, მაგ დედა პლატა, პროცესორი. DDR -ისთვის საუკეთესო სტანდარტია PC-3200. DDR2- ისთვის PC2-6400. ხოლო DDR3 ისთვის სტანდარტს არ აქვს იმდენად დიდი მნიშნველობა, ის მაინც ძალიან ჩქარა მუშაობს.

 

ახლა დროა შევარჩიოთ მოცულობა. ყველა სახის დედა პლატა აქვს შეზღუდვა ოპერატიულის მაქსიმალურ მოცულობაზე. ამის გარკვევაც შეგიძლით დედა პლატის მწარმოებლის ვებ გვერდზე. გარდა ამისა 32 ბიტიანი ოპერაციული სისტემებს (Windows XP x86, Vista x86, Windows 7 x86) გააჩნიათ 3.5 GB მოცულობის მხარდაჭერა, დანარჩენს ისინი ვერ აღიქვამენ. თუ დედა პლატას აქვს რამდენიმე სლოტი ოპერატიული მეხსიერებისათვის, გირჩევთ შეიძინოთ 2 ცალი 2 GB იანი ოპერატიული, ვიდრე 1 ცალი 4 იანი, ასე უფრო ეფექტურად იმუშავებს. საოფისე კომპიუერებისათვის სასურველია 3 GB, სახლისათვის 4-6 GB, ხოლო სათამაშო გეიმერული კომპიუტერისათვის 8-12 GB მდე.

 

ბოლო ნაბიჯია მწარმოებლის შერჩევა. დღესდღეობით საუკეთესო მწარმოებლად ითვლება Kingston-ი. თუ გექნებათ საშუალება მისი შეძენის, გამოიყენეთ.