როგორ შეუკვეთოთ დნმ ანალიზი (დეტალური ინსტრუქცია) - rogor.ge

როგორ შეუკვეთოთ დნმ ანალიზი (დეტალური ინსტრუქცია)

1-1704872978.png

მამაკაცებისთვის, პირდაპირი მამობრივი ხაზის წარმომავლობის დასადგენად, სასურველია როგორც მინიმუმ 37 მარკერიანი (Y37) შეკვეთა. აგრეთვე, აუტოსომური ტესტი (FF – Family Finder) მოგცემთ ინფორმაციას თქვენს გენომში არსებული წინაპრული კომპონენტების შესახებ, გაიგებთ რომელ პოპულაციებთან ხართ ყველაზე ახლოს და აღმოაჩენთ ახალ ნათესავებს. ვინაიდან ქალბატონებს არ გააჩნიათ Y ქრომოსომა, შეუძლიათ გატესტონ საკუთარი მამა, ძმა, ბიძა, ბიძაშვილი, პირდაპირი მამობრივი ჰაპლოჯგუფის დასადგენად. ან, საკუთარი თავისთვის შეუკვეთონ mtDNA ტესტი (პირდაპირი დედობრივი ხაზის ჰაპლოჯგუფი) და აუტოსომური ტესტი (FF – Family Finder). თქვენი დნმ ლაბორატორიაში ინახება, ამიტომ, თავდაპირველად, შესაძლოა ყველაზე მინიმალური დეტალიზაციის ტესტის გაკეთებაც (მაგ. Y-12), ხოლო შემდეგ, თქვენი პირადი პროფილიდან ნებისმიერ დროს შეძლებთ დამატებითი ტესტების შეკვეთას და დეტალიზაციის გაზრდას.

ჯგუფის ფასდაკლებით სარგებლობისთვის, ტესტის შეკვეთისას გაწევრიანდით ქართულ დნმ პროექტში ამ ბმულის მეშვეობით – https://www.familytreedna.com/group-join.aspx?Group=Georgian_DNA

სასურველი ტესტის არჩევის შემდეგ, დააჭირეთ “Order now”

2-1704873038.jpg

შემდეგ მენიუში აირჩიეთ სქესი (male – მამრობითი, female – მდედრობით) და დააჭირეთ (Proceed to checkout-ს)

2-1704873066.jpg

შემდეგ მენიუში უნდა მიუთითოთ თქვენი მისამართი, სადაც მოგივათ დნმ-ის ასაღები პაკეტი და საკრედიტო ბარათის მონაცემები, რომლის მეშვეობითაც მოხდება ანგარიშსწორება. ამის შემდეგ უნდა დააჭიროთ “Accept terms and complete purchase” ღილაკს, რითაც დაასრულებთ შეკვეთის პროცესს.

1-1704873096.png

თუკი საქართველოში იმყოფებით, ჩვენი რჩევაა ისარგებლოთ USA2GEORGIA ან სხვა მსგავსი კომპანიის სერვისით, და შეკვეთისას მიუთითოთ მათ მიერ მინიჭებული ამერიკული მისამართი, რომელზედაც მიიღებთ ამანათს და შეძლებთ მისი საქართველოში გამოგზანის პროცესის გაკონტროლებას. ამ შემთხვევაში, ამანათი დაახლოებით 2 კვირაში ჩამოგივათ საქართველოში, ხოლო პირდაპირ საქართველოს მისამართის შემთხვევაში, შესაძლოა ამას ბევრად მეტი დრო დასჭირდეს.

ამანათის სახით მიიღებთ 2 ჯაგრისს და 2 პატარა კოლბას სითხით. ჯაგრისებით უნდა მოიფხიკოთ ლოყის შიდა მხარე, ჩადოთ ისინი სითხიან კოლბებში და გაუგზავნოთ კონვერტზე მითითებულ მისამართზე ლაბორატორიას. სასურველია აგრეთვე შეავსოთ მწვანე ფურცელი, რომელიც მოყვება პაკეტს (თანხმობა თქვენი მონაცემების გასაჯაროვებაზე, რაც მოგცემთ საშუალებას იხილოთ ბაზაში არსებული თქვენი ნათესავები).

2-1704873129.jpg

2-1704873152.jpg

საქართველოდან გაგზავნისას გირჩევთ ისარგებლოთ სწრაფი, დაზღვეული გზავნილის სერვისით (მაგ. FedEX). ლაბორატორიის მიერ თქვენი დნმ მიღების შემდეგ დაახლოებით 1.5 – 2 თვეში გაიგებთ თქვენი ტესტირების პასუხს.

ტესტის შეკვეთისას, ელექტრონულ ფოსტაზე მოგივათ თქვენი მომხარებლის ნომერი და პაროლი, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ პირად პროფილში შესვლას, სადაც ნახავთ სრულყოფილ ინფორმაციას თქვენი ტესტირების შედეგების შესახებ.

წყარო: geodna.ge