როგორ მოამზადოთ სტაფილოს გემრიელი რულეტი - rogor.ge

როგორ მოამზადოთ სტაფილოს გემრიელი რულეტი

გარეცხეთ სტაფილო, გააცალეთ კანი, უმი სტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეწვით მცენარეულ ზეთში და ერთ ნაჭერ კარაქში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. გააცივეთ ოთახის ტემპერატურამდე.

ამასობაში ცილა გამოაცალკევეთ გულებისგან. ცილა ათქვიფეთ ქაფამდე, გულები კი დაუმატეთ სტაფილოებს. სტაფილო შეურიეთ კვერცხის ცილას და ნაზად აურიეთ ქვემოდან ზემოდან.

მიღებული მასა მოათავსეთ ცხიმწასმულ პერგამენტზე და გამოვაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.

მზა ცომეული გააგრილეთ და ფრთხილად გადაიტანეთ საკვებ პარკზე. თანაბრად წაუსვით კრემყველი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა.

დაახვიეთ რულეტად, შემოახვიეთ პარკი და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით, რომ კრემყველი დასტაბილურდეს.

როგორ მოამზადოთ ლუიზიანას სტაფილოს სუფლე: მსგავსი რამ აქამდე არასოდეს გაგისინჯავთ