რა არის მოწმის ტრავმა და როგორ ავიცილოთ თავიდან - rogor.ge

რა არის მოწმის ტრავმა და როგორ ავიცილოთ თავიდან

არ იფიქროთ მომხდარზე

როცა რაღაც საშინელება ხდება, გსურთ გამუდმებით იკითხოთ და უყუროთ ახალ ამბებს, რომ არაფერი გამოგრჩეთ. ეს იძლევა სიტუაციის კონტროლის ილუზიას. და ამავდროულად, ის გვაიძულებს მეტად ჩავუღრმავდეთ ტრავმულ მოვლენას, თუმცა ყველაზე ხშირად ჩვენ ვერაფერზე გავლენას ვერ მოვახდენთ. რაც საბოლოოდ მხოლოდ ზრდის შიშისა და დაუცველობის განცდას და აუარესებს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება დოზებით და სანდო წყაროებიდან. აირჩიეთ პერიოდი, როდესაც უყურებთ ან წაიკითხავთ ახალ ამბებს, დანარჩენ დროს კი სხვა საქმეებს დაუთმობთ. სხვა სიახლეებს მოგვიანებით შეიტყობთ.

ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან

ადამიანებთან კომუნიკაცია საშუალებას გაძლევთ დაიბრუნოთ უსაფრთხოების გრძნობა. ეს ცხადყოფს, რომ მარტო არ ხართ, გარშემომყოფებიც გრძნობენ შიშს და უმწეობას. მაგრამ თქვენ მზად ხართ მხარი დაუჭიროთ ერთმანეთს.

დაიცავით რუტინა

ტრავმული მოვლენების ფონზე შეიძლება გსურდეთ უბრალოდ წოლა და არაფრის კეთება. მაგრამ მნიშვნელოვანია გააგრძელოთ ყოველდღიური საქმიანობა - მუშაობა, სეირნობა, სპორტდარბაზში სიარული, ბავშვებთან თამაში, მეგობრებთან შეხვედრა. ეს, ერთის მხრივ, გაშორებთ სიახლეებს, მეორე მხრივ კი გვახსენებს, რომ ცხოვრება გრძელდება.

ჯანსაღი ფუნქციონირების შენარჩუნება

მნიშვნელოვანია გააგრძელოთ საკმარისი ძილი, ნორმალურად იკვებოთ და დაკავდეთ ფიზიკური დატვირთვით, ანუ შეინარჩუნოთ ორგანიზმი მეტ-ნაკლებად ჯანსაღ მდგომარეობაში. რადგან თუ ამას არ გააკეთებთ, ეს თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმოქმედებს დამამძიმებელ ფაქტორად.

მიიღეთ თქვენი გრძნობები

ნებისმიერი გრძნობა, რომელსაც განიცდით, ნორმალურია. თქვენ გაქვთ უფლება იგრძნოთ ისინი. არ აუკრძალოთ საკუთარ თავს გარკვეული ემოციების განცდა, რადგან არსებობს რისკი იმისა, რომ ისინი მოგვიანებით მაინც გამოჩნდნენ, მაგრამ არაჯანსაღი ფორმით.

დაეხმარეთ დაზარალებულებს

ეს გაძლევთ განცდას, რომ არ ხარ უმწეოდ. მიუხედავად იმისა, რომ ვერ შეძელით გავლენის მოხდენა მომხდარზე, ახლა შეგიძლიათ რაღაცის გაკეთება. თუ თავს ძლიერად არ გრძნობთ და რაიმე სახის შეხება ტრავმულ მოვლენასთან აუარესებს თქვენს მდგომარეობას, მაშინ ჯერ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ.

დაუკავშირდით ფსიქოლოგს

თუ გაქვთ PTSD, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. პროფესიონალი დაგეხმარებათ მართოთ თქვენი შემაშფოთებელი გრძნობები ისე, რომ ისინი არ იქცეს აშლილობად. ფსიქოლოგი გეტყვით, როგორ იცხოვროთ ემოციებით ფრთხილად, დესტრუქციული შედეგების გარეშე.

როგორ ამოვიცნოთ და გავუმკლავდეთ ფსიქოლოგიურ ტრავმებს