შემოდგომის გემო: როგორ მოამზადოთ ვაშლის და გოგრის ღვეზელი - rogor.ge

შემოდგომის გემო: როგორ მოამზადოთ ვაშლის და გოგრის ღვეზელი

თხლად დაჭერით ვაშლი გოგრაში. და მოამზადეთ ცომი: კარაქი და ფქვილი ასრისეთ ერთმანეთში. დაუმატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და მოზილეთ ცომი. დააბურთავეთ და შედგით მაცივარში ერთი საათით.

ტაფაზე გაადნეთ კარაქი, დაასხით თაფლი და როგორც კი გადნება, მოაყარეთ დაჭრილი გოგრა. ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ვაშლი და აურიეთ. მოხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთი. ტაფაზე დაამატეთ დარიჩინი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ შიგთავსი.

ცომი გაყავით ორ ნაწილად (1/3 და 2/3). გააბრტყელეთ მისი უმეტესი ნაწილი და მოათავსეთ ფქვილით მოყრილ ფორმაში. ჩამოაყალიბეთ გვერდები და დაადეთ შიგთავსი. გააბრტყელეთ ცომის პატარა ნაწილი და დაჭერით ზოლებად. ღვეზელის ზედაპირზე გააკეთეთ ბადე. წაუსვით რძისა და კვერცხის გულის ნაზავი სილიკონის ფუნჯით.

გამოაცხვეთ ღვეზელი 40-45 წუთის განმავლობაში 180-190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

სუფრასთან მიტანის წინ გააგრილეთ და მიირთვით ნაყინის კოვზით.

როგორ მოამზადოთ ცხარე პომიდვრის პიკანტური ღვეზელი

როგორ მოამზადოთ ქლიავის ამერიკული ღვეზელი The New York Times-ის ცნობილი რეცეპტით

როგორ მოვამზადოთ ყაბაყის გემრიელი ღვეზელი 20 წუთში