5 რამ, რის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერი ქორწინება: როგორ მომენტებს უშვებენ ხელიდან შეყვარებულები - rogor.ge

5 რამ, რის გარეშეც შეუძლებელია ბედნიერი ქორწინება: როგორ მომენტებს უშვებენ ხელიდან შეყვარებულები

რა 5 მნიშვნელოვანი პარამეტრია შესამოწმებელი?

ესთეტიკური თავსებადობა. როგორც წესი, ეს პარამეტრი მოწმდება ურთიერთობის დასაწყისშივე, რადგან წყვილი თავდაპირველად ვიზუალურად აფასებს ერთმანეთს. არსებითად, ეს არის ის, თუ რამდენად მოგწონთ ერთმანეთი ფიზიკურად და რამდენად გსიამოვნებთ ერთმანეთის ყურება.

ინტელექტუალური თავსებადობა. მნიშვნელოვანია შეამოწმოთ რამდენად საინტერესო ხართ ერთმანეთისთვის და ეთანხმებით თუ არა ფუნდამენტურ ღირებულებებს. ყურადღება მიაქციეთ წინააღმდეგობებს - რამდენიმე წლის ერთად ცხოვრების შემდეგ მათ შეუძლიათ განშორება გამოიწვიონ. ეს თავსებადობა მოწმდება თაფლობის პერიოდში. საკმარისია თქვენთვის მნიშვნელოვანი თემების განხილვა პაემნებზე. მაგალითად, რელიგია, ბავშვების რაოდენობა და მათი აღზრდა, შეხედულებები პოლიტიკაზე, ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესზე, მიზნებსა და ოცნებებზე.

კომფორტის თავსებადობა. ერთად ცხოვრების დაწყებამდე სასურველია შეამოწმოთ რამდენად კომფორტულად ხართ ერთმანეთის გარემოცვაში. ურთიერთობის დასაწყისში თქვენ გაქვთ ინტენსიური რომანტიკული შეხვედრები, პაემნები და მოკლე მოგზაურობები. თუმცა, მუდმივად ერთად დროის გატარება ან დღეების, კვირების, თვეების ერთად ცხოვრება სულ სხვა ამბავია. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს თავსებადობა ერთობლივი შვებულების დროს. ზოგადად, ერთობლივი მოგზაურობის ერთად გამგზავრება ძალიან კარგი იდეაა, ეს ერთგვარი „ტეს დრაივია“, ვინაიდან მოგზაურობის დროს ადამიანს შეუძლია სრულიად მოულოდნელად გაიხსნას.

თანაცხოვრების თავსებადობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზული გამოცდა, რადგან ასეთ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ გაიცნოთ ადამიანი ბევრად უკეთესად, ვიდრე რამდენიმეწლიანი პაემნებისა და შეხვედრების შემდეგ. მინიმუმ ერთი წელი ერთად ცხოვრება საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ რამდენად თავსებადი ხართ სხვადასხვა ყოველდღიურ საკითხებში, გაღიზიანებთ თუ არა ერთმანეთის ჩვევები, რამდენად მზად ხართ წახვიდეთ დათმობებზე და კომპრომისებზე.

როგორ შთააგონოთ მამაკაცი ახალი მიღწევებისკენ? ბრძენი ქალის 8 რჩევა

როგორი ურთიერთობა ექნებათ ერთნაირი ზოდიაქოს ნიშნის მქონე წყვილებს

ვირჩევთ ბედნიერებას: როგორ მოიზიდოთ სიყვარული ფენ შუის დახმარებით

როგორ დაძლიოთ დაოჯახების შიში