როგორ მოიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ კბილის ამოღების შემდეგ

ექიმის მიერ ამოღებული კბილის ბუდეზე დადებული ტამპონი უნდა ამოიღოთ 20-30 წუთის შემდეგ;

დაიდეთ ცივები - აიღეთ ყინული, შეახვიეთ პირსახოცში და დაიდეთ ლოყაზე ამოღებული კბილის ადგილას;

დაიდეთ 3-4 ჯერ 15 წუთის განმავლობაში, 45 წუთიანი ინტერვალით;

მიიღეთ ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად, ნუროფენი, ნიმესილი, ანალგინი) ტკივილის შემთხვევაში;

მეორე დღიდან შეგიძლიათ ანტისეპტიკური ხსნარი გამოივლოთ, უმჯობესია ქლორჰექსიდინის 0,05%-იანი ხსნარი დღეში 4-5-ჯერ, ან თბილი აბაზანები მცენარის დეკორქციისგან (სალბი, გვირილა).

რა არ უნდა გააკეთოთ კბილის ამოღების შემდეგ?

  • სამი-ოთხი დღის განმავლობაში არ უნდა მიირთვათ ცხარე, ცხელი, ან მჟავე საკვები;
  • კბილის ამოღების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არ უნდა ეწვიოთ სოლარიუმს ან საუნას;
  • არ მიიღოთ ალკოჰოლი;
  • არ მიიღოთ რძის პროდუქტები;
  • არ მოწიოთ;

რა იწვევს კბილების მომატებულ მგრძნობელობას და როგორ შევამციროთ ის