როგორ მოვამზადოთ თაფლის ნიღაბი სახლის პირობებში - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ თაფლის ნიღაბი სახლის პირობებში

თაფლის სახის ძალიან პოპულარულია. გასაკვირი არ არის, რომ ის ხშირად შედის სხვადასხვა კრემების, ბალზამების, ლოსიონებისა და სხვა კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში. თაფლი ხელს უწყობს კანის სიახლის და ახალგაზრდობის შენარჩუნებას, არეგულირებს მასში არსებულ ყველა მეტაბოლურ პროცესს, აწესრიგებს წყლის ბალანსს და ებრძვის ნაოჭების გაჩენას. ის მდიდარია ისეთი ნივთიერებებით, როგორიცაა საქაროზა, გლუკოზა, ფრუქტოზა, ცილა, სასარგებლო ამინომჟავები, ვიტამინები, კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, ფოსფორის, კალციუმის და სხვა მიკროელემენტების მარილები. ამის გამო თაფლი ცნობილია, როგორც შესანიშნავი ბუნებრივი ანტიბიოტიკი (ხშირად მკურნალობენ გაციებას და ორგანიზმში სხვა ანთებით პროცესებს), მათ შორის კანისთვისაც. თაფლის სახის ნიღაბი კანის უჯრედებს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს, აქტიურად კვებავს მათ და აწესრიგებს ჯირკვლების სეკრეციას.

როგორ მოვამზადოთ თაფლის ნიღაბი სახლის პირობებში:

შეურიეთ 1 კვერცხის ცილა, ½ ჩ.კ. ნუშის ზეთი, 2 ს.კ. შვრიის ფაფა და 1 ს.კ. თაფლი. მიღებული ნაზავი წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოიშორეთ ნიღაბი თბილ წყალში დასველებული ბამბის ბალიშით ან ხელსახოცით. ბოლოს კი შეგიძლიათ კანი ყინულის კუბიკებით გაიწმინდოთ.

წაიკითხეთ თაფლის ნიღბების რეცეპტები მშრალი და ცხიმიანი კანისთვის